საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრვი მახასიათებელი, რეკომენდაციების მიღება

მიმდინარე წლის ივლისში, CISI პროექტმა მიმართეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს  სპეციალური განათლების (მასწავლებლის) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს შექმნის თხოვნით.

 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 11 აგვისტოს N787266 ბრძანებით დამტკიცებულმა სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლების) უმაღლესი განათლების დარგობრივი  საბჭომ შეიმუშავა სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი უმაღლესი საგანამანთლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი, რომელიც ახლა საჯარო განხილვისთვის არის გამოტანილი  შემდეგ ბმულზე:

https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი 19)

დარგობრივი მახასიათებლის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება იწარმოებს 15.11.2021-დან - 30.11.2021-მდე. (წინადადებები გამოგვიგზავნეთ პროექტის ფბ გვერდზე)

დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება 2021 წლის 3 დეკემბერს,18:00-ზე, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის საშუალებით.

სხდომაზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, 30 ნოემბრის 18:00-საათამდე დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე:

 

 https://forms.office.com/r/i4q2SFPR3P

პროექტის დამტკიცების შემდგომ,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტები CISI პროექტის ფარგლებში, გეგმავენ  სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავებას. აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში, 2022 წლის ზაფხულში ვგეგმავთ  პროგრამის მსმენელთა პირველი ნაკადის მიღებას.

თარიღი: 17/11/2021